"თიბისი ჯგუფის" სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე "თიბისი-ს" მენეჯმენტის მხრიდან ბანკის აქციების გაყიდვის ფაქტს გამოეხმაურა. მამუკა ხაზარაძე ბანკის მენეჯმენტის მხრიდან აქციების გაყიდვას ჩვეულებრივ მოვლენად აფასებს და აცხადებს, რომ არცერთი ძირითადი აქციონერი "თიბისი"-დან არ გასულა და გასვლას არ აპირებს.
"ეს არის ჩვეულებრივი მოვლენა, - ის, რომ მენეჯერმა თავისი რამდენიმე აქცია გაყიდოს და იმ თანხით შეიძინოს სახლი, ბინა ან ნებისმიერი სხვა რამ არის აბსოლუტურად ნორმანული ფაქტი. არცერთი ძირითადი აქციონერი "თიბისი"-დან არ გასულა და გასვლას არ აპირებს", - აცხადებს მამუკა ხაზარაძე.
თიბისის მენეჯმენტმა ბანკის აქციები გაყიდა