Home
Category
TV Live Menu

"მაქსიმალურად ვეცადეთ "ბანკი რესპუბლიკას" შეძენის ტრანზაქციას სავალუტო ბაზარზე გავლენა არ მოეხდინა"

581094ac6e8d0
BM.GE
26.10.16 15:32
1042
თიბისი ბანკის გენერალური დირექტორის ვახტანგ ბუცხრიკიძის განცხადებით, ბანკის შიდა პროგნოზით, მომდევნო ორი წლის განმავლობაში ლარის კურსი სტაბილურობას შეინარჩუნებს.

"კრიტიკულად მნიშვნელოვანია ფუნდამენტური საფუძვლები, რომელიც მოქმედებს ლარის სტაბილურობაზე. ჩვენი შიდა პროგნოზებით და ასევე სხვადასვხა საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტების პროგნოზებით, თუ ჩვენს ძირითად სავაჭრო პარტნიორ ქვეყნებში იგივე სიტუაცია დარჩება რაც არის დაგეგმილი, ლარი საკამოდ სტაბილური უნდა იყოს მომავალი 2 წლის განმავლობაში", - განუცხადა ბუცხრიკიძემ "ბიზნესკონტრაქტს".

რაც შეეხება სავალუტო ბაზარზე ბოლოდროინდელი ტრანზაქციებით გამოწვეულ რყევებს, ბუცხრიკიძის განცახდებით ბანკი რესპუბლიკას შესაძენად ტრანზაქციამ 100 მილიონი დოლარი შეადგინა და თიბისი ჯგუფი „მაქსიმალურად შეეცადა, რომ მას სავალუტო ბაზარზე გავლენა არ მოეხდინა“.

"რაც შეეხება ბოლო პერიოდში განხორციელებულ ტრანზაქციებს და ლარის რყევას, ეს ბუნებრივი პროცესია, ყოველთვის შეიძლება მსგავსი რამ მოხდეს.

ბანკი რესპუბლიკას შემთხვევაში ჩვენი ტრანზაქცია 100 მილიონ დოლარს მოიცავდა. როდესაც ჩვენ დავიწყეთ ამ ტრანზაქციაზე მუშაობა, იმ მომენტიდან დავიწყეთ ამ პროცესებისთვის მომზადება და მაქსიმალურად შევეცადეთ ის რომ სავალუტო ბაზარზე ამას გავლენა არ მოეხდინა“, - განაცხადა ბუცხრიკიძემ.

Subscribe to our news

Get the main news of the day