Home
Category
TV Live Menu

"მარდი ჰოლდინგი" გაზაფხულზე აჭარაში ჰიდროელექტროსადგურს ხსნის

58a93a325f840
ანი ჯოხაძე
19.02.17 10:10
1182
კომპანია “მარდი ჰოლდინგი” გაზაფხულზე აჭარაში, ქედის მუნიციპალიტეტში, ჰიდროელექტროსადგურს ხსნის.

ამის შესახებ “ბიზნესკონტრაქტს” კომპანიის ახალმა აღმასრულებელმა დირექტორმა ნათია სირაბიძემ განუცხადა. ”ჰიდროელქტრო სადგურის მშენებლობა უკვე ორი წელია მიმდინარეობს. პროექტი ითვალისწინებს აჭარაში ქედის მუნიციპალიტეტში ენერგეტიკული რესურსის გამოყენებას. "აქვე გათვალისწინებულია რამდენიმე ჰიდროელექტრო სადგურის აშენება, რომლის საერთო სიმძლავრე იქნება 5.7 მეგავატი”, - აცხადებს სირაბიძე.მისივე თქმით, აღნიშნულ პროექტში ჩადებულია დაახლოებით 7 მილიონი ლარის ინვესტიცია.

შეგახსენებთ, მარდი ჰოლდინგს მრავალფეროვანი საქმიანობის სფერო აქვს, კერძოდ, სამშენებლო ინდუსტრია, ღვინის წარმოების ბიზნესი, ხის გადამამუშავებელი ქარხანა და ასევე თამბაქოს წარმოება.

Subscribe to our news

Get the main news of the day