Home
Category
TV Live Menu

მარეგულირებელმა "მაგთიკომის" და "დელტა კომმის" ერთობლივი განცხადების საფუძველზე საჯარო ადმინისტრაციული წარმოება დაიწყო

57f4d2f9f2911
BM.GE
05.10.16 14:00
1207
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ, შპს "მაგთიკომის“ მიერ შპს "დელტა კომის“ 100% წილის შეძენის განზრახვაზე წინასწარი თანხმობის მიცემის თაობაზე საჯარო ადმინისტრაციული წარმოება დაიწყო.

საჯარო ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში კომისია შპს „მაგთიკომის“ მიერ შპს „დელტა კომის“ 100% წილის შეძენის შემთხვევაში ბაზრის შესაბამის სეგმენტებზე არსებულ კონკურენციაზე შესაძლო გავლენის შეისწავლის. შპს „დელტა კომი“ ადგილობრივი დაშვების ფიქსირებული და მაგისტარლური ქსელების მფლობელი ინტერნეტპროვაიდერია. კომპანიას ინფრასტრუქტურა შემდეგ გეოგრაფიულ ერთეულებში გააჩნია: თბილისი, კახეთი, მცხეთა-მთიანეთი, სამეგრელო-ზემო სვანეთი, სამცხე-ჯავახეთი, ქვემო ქართლი და შიდა ქართლი.

საკითხის ზეპირი მოსმენის სხდომა საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიაში მიმდინარე წლის 4 ნოემბერს 15:00 საათზე გაიმართება. სხდომა საჯაროა.

Subscribe to our news

Get the main news of the day