Home
Category
TV Live Menu

მარიამ ვალიშვილი: შაჰდენიზის საბადოზე შექმნილი პრობლემების გამო გაზი "გაზპრომისგან" შევიძინეთ

58d3d4ad80530
დავით ჯალაღონია
23.03.17 18:00
983
ენერგეტიკის მინისტრის მოადგილის ინფორმაცით, მიმდინარე წელს საჭიროების გამო, ქართულმა მხარემ "გაზპრომ-ექსპორტთან" გაფორმებული ხელშეკრულების შესაბამისად, ბუნებრივი გაზის დამატებითი მოცულობები შეიძინა.

"თვის დასაწყისში შაჰდენიზის საბადოზე პრობლემა იყო და ჩვენ ორი-სამი დღის განმავლობაში პრაქტიკულად, შეგვეზღუდა გაზმომარაგება აზერბაიჯანის ტერიტორიიდან. ბუნებრივია, ამ შემთხვევაში ჩვენ არ შეგვიზღუდია მომხმარებელი და ის ალტერნატიული რეზერვი, რომელიც დარეზერვებულია იმ ხელშეკრულების ფარგლებში კონკრეტული, განსაზღვრული პირობებით, ის გამოვიყენეთ აუცილებლობიდან გამომდინარე", - განაცხადა ვალიშვილმა.

გარდა მარტის დასაწყისში, რამდენიმე დღით რუსული გაზის დამატებითი მოცულობების გამოყენებისა, საქართველომ იანვარ-თებერვალში „გაზპრომ-ესპორტისგან" 100 მლნ კუბური მეტრი ბუნებრივი გაზი შეიძინა.

Subscribe to our news

Get the main news of the day