Home
Category
TV Live Menu

მარიამ ვალიშვილი: შარშან იყო საბოლოო განცხადება რუსეთისა, რომ 2017 წლიდან აუცილებლად მოგვიწევდა საუბარი მონეტარულ ანაზღაურებაზე

58773b840c524
BM.GE
12.01.17 12:04
870
ენერგეტიკის მინისტრის მოადგილის მარიამ ვალიშვილის განცხადებით, გასულ წელს "გაზპრომმა" გააფრთხილა ქართული მხარე, რომ მომავალი წლიდან ტრანზიტის საფასურის მონეტარულ სისტემაზე გადავიდოდნენ და ეს იყო ბოლო წელი, როდესაც ქართული მხარე ტრანზიტის სანაცვლოდ გაზის 10%-ს მიიღებდა. როგორც მინისტრის მოადგილემ "საქმიანი დილის" პირდაპირ ეთერში განაცხადა, შედეგად, ქართული მხარე მომზადებული იყო ცვლილებებისთვის.

"2016 წლის მოლაპარაკებებში წინა წლების პირობები შენარჩუნებული იყო, მაგრამ მაშინ ეს იყო დაპირების ფონზე, რომ 2017 წელი იქნებოდა ბოლო წელი, როდესაც ამ პრეცენდენტულ 10%-იანი ანაზღაურების ფორმას რუსეთი შეინარჩუნებდა და დანარჩენი წლები ჩვენ მოგვიწევდა საუბარი მონეტარულ ანაზღაურებაზე.

შარშან იყო საბოლოო განცხადება რუსეთისა, რომ ეს იყო ბოლო წელიწადი და რომ 2016 წელი მონეტარული ანაზღაურების წინა წელი იქნებოდა. შესაბამისად, ამისთვის ჩვენ ვემზადებოდით“,- განაცხადა მარიამ ვალიშვილმა. 

შეგახსენებთ, 2018 წლიდან საქართველო "გაზპრომ ექსპორტთან" ფულად ანაზღაურებაზე გადადის.

Subscribe to our news

Get the main news of the day