Home
Category
TV Live Menu

მარიამ ვალიშვილმა ენერგეტიკის მინისტრის მოადგილის თანამდებობა დატოვა

59d4c2f848cb9
დავით ჯალაღონია
04.10.17 15:13
705
მარიამ ვალიშვილმა ენერგეტიკის მინისტრის მოადგილის თანამდებობა დატოვა. იგი 2008-2012 წლებში მინისტრის პირველი მოადგილის თანამდებობას იკავებდა, 2012 წლიდან კი რიგითი მოადგილეების სიაში გადაინაცვლა.

შეგახსენებთ, რომ მინისტრის მოადგილის თანამდებობა ირაკლი ხმალაძემაც დატოვა, რომელიც ყოფილი მინისტრის კახა კალაძის წინასაარჩევნო კამპანიაში მონაწილეობს.
ამ ეტაპზე ენერგეტიკის სამინისტროს ინფორმაციით, ილია ელოშვილს ორი მოადგილე ჰყავს - თორნიკე რიჟვაძე და რომეო მიქაუტაძე.

Subscribe to our news

Get the main news of the day