Home
Category
TV Live Menu

მარიანა მორგოშია კონსტიტუციის 94-ე მუხლზე: ჩვენ მედიატორის ფუნქციას ვასრულებთ

5968c586862b1
თელარა გელანტია
14.07.17 17:21
1352
სააგენტო „აწარმოე საქართველოში-ინვესტიცია“ ინვესტორებსა და მთავრობას შორის მედიატორის როლსაც ასრულებს.

ამის შესახებ სააგენტოს ხელმძღვანელმა მარიანა მორგოშიამ „ანალიტიკის“ იმ კითხვის საპასუხოდ განუცხადა, რომელიც ე.წ. 94-ე მუხლის კონსტიტუციის ძირითადი ნაწილიდან გარდამავალ დებულებებში გადატანის გამო კერძო სექტორის პოზიციებს შეეხებოდა.

„როგორც იცით, ეკონომიკის და მდგრადი განვითარების სამინისტრო ჩართულია პოლიტიკის მიმართულებით, ხოლო ჩვენ ვართ განმახორციელებლები და მედიატორების როლსაც ვასრულებთ ამ თვალსაზრისით. მაქსიმალურად ვუწყობთ ხელს ინვესტორებს, რომ მათ მიერ წამოყენებული ყველა მწვავე საკითხი დავამუშაოთ და შემდეგ ინფორმაცია მივაწოდოთ შესაბამის უწყებებს. ასე რომ, ამ მიმართულებით ვაგრძელებთ თანამშრომლობას როგორც ეკონომიკის სამინისტროსთან, ისე ყველა სხვა უწყებასთან, ვისთანაც ამ საკითხზე მსჯელობა საჭირო იქნება“, - განაცხადა მარიანა მორგოშიამ.

Subscribe to our news

Get the main news of the day