Home
Category
TV Live Menu

მარჯვენასაჭიან ავტომობილებზე აქციზის განაკვეთი გასამმაგდა, ჰიბრიდულებზე კი შემცირდა

586a490b5629b
BM.GE
02.01.17 16:34
1232
მარჯვენასაჭიან ავტომობილებზე აქციზის განაკვეთი გასამმაგდა, ჰიბრიდულებზე კი შემცირდა.

საგადასახადო კოდექსში ცვლილებების მიხედვით, მარჯვენასაჭიან მსუბუქ ავტომობილებზე აქციზის განაკვეთი განისაზღვრება სტანდარტული განაკვეთის სამმაგი ოდენობით.

ასევე, გარემოსდაცვითი პოლიტიკის გათვალისწინებით 0-დან 6 წლის ჩათვლით მსუბუქი ავტომობილებისთვის საგადასახადოკო დექსით განსაზღვრული აქციზის განაკვეთები ჰიბრიდული მსუბუქი ავტომობილების შემთხვევაში შემცირდება 60 პროცენტით, ნაცვლად 50 პროცენტისა.

მნიშვნელოვნად იზრდება მსუბუქი ავტომობილების იმპორტისას გადასახდელი აქციზის მოცულობა, თითქმის ყველა წლოვანების ავტომობილისათვის. გამონაკლისს 4 და 5 წლის ავტომობილებიწარმოადგენენ, 4 წლის ავტომობილზე აქციზი უცვლელი რჩებადა 5 წლის ავტომობილზე 0.1 ლარით იკლებს.

Subscribe to our news

Get the main news of the day