Home
Category
TV Live Menu

მარჯვენასაჭიანი ავტომობილების რეგისტრაციის აკრძალვის შესახებ კანონი შესაძლოა ერთი წელი არ ამოქმედდეს

56cf08536e601
BM.GE
25.02.16 17:53
1127
საქართველოს ბიზნესომბუდსმენი, პრემიერ-მინისტრის დავალებით, მარჯვენასაჭიანი ავტომანქანების ექსპორტიორი, იმპორტიორი და გადამზიდავი კომპანიების წარმომადგენლებს შეხვდა. საუბრის ძირითადი თემა მარჯვენასაჭიანი ავტომანქანების იმპორტის აკრძალვასთან დაკავშირებული კანონის ამოქმედების ვადები იყო. 
 
ბიზნესი კანონის ამოქმედების გადავადებას ითხოვს, რადგან მიიჩნევს, რომ ახალი რეგულაციების მარტიდან ამოქმედება მათ დამატებით პრობლემებს შეუქმნის.

ბიზნესომბუდსმენმა ექსპორტიორების არგუმენტები მოისმინა და მათ აღნიშნული საკითხის მთავრობასთან განხილვას დაჰპირდა. გიორგი გახარიამ ბიზნესის წარმომადგენლებს მიაწოდა ინფორმაცია, რომ კანონის ამოქმედებამდე განიხილება ვერსიები, როგორ მოხდეს მისი იმპლემენტაცია ისე, რომ იმპორტიორებს პრობლემები არ შეექმნათ და ამავე დროს შენარჩუნდეს ის სარგებელი, რაც კანონის ამოქმედებას უნდა მოჰყვეს. გიორგი გახარიას განცხადებით, პრაქტიკულად უკვე მიღებულია გადაწყვეტილება, რომ  კანონი ერთი წელი არ ამოქმედდება.

შეხვედრაზე შეთანხმდნენ, რომ ექსპორტიორები და ბიზნესომბუდსმენის აპარატის წარმომადგენლები სამუშაო რეჟიმში მოლაპარაკებებს განაგრძობენ, რათა ერთობლივად შეიმუშაონ გეგმა, რომელიც შემდგომ განსახილველად მთავრობას წარედგინება.

Subscribe to our news

Get the main news of the day