Home
Category
TV Live Menu

მარკ ცუკერბერგი Facebook-ის 99 პროცენტიან წილს ქველმოქმედებისთვის თმობს

565e8cb1491ab
BM.GE
02.12.15 10:00
1209
მარკ ცუკერბერგი ფეისბუქის საკუთარ 99 პროცენტიან წილს, რომლის ღირებულებაც 45 მილიარდი დოლარია, ქველმოქმედებაში ჩადებს. ცუკერბერგმა აღნიშნული გადაწყვეტილება შვილის დაბადების გამო მიიღო. ფეისბუქის დამფუძნებელმა ღია წერილი გამოაქვეყნა, სადაც აღნიშნა რომ ის კვლავ რჩება კომპანიის აღმასრულებელ დირექტორად.

წილის გაყიდვის შედეგად მიღებული 45 მილიარდი დოლარი კი ახლადშექმნილ საქველმოქმედო ჯგუფს გადაერიცხება, რომლის დამფუძნებლებიც მარკ ცუკერბერგი და მისი მეუღლე არიან. ჯგუფი თავდაპირველ ეტაპზე ჯანმრთელობასა და განათლებაზე იქნება ორიენტირებული.

Subscribe to our news

Get the main news of the day