Facebook-ის დამფუძნებელმა, 33 წლის მილიარდერმა, მარკ ცუკერბერგმა უნივერსიტიტიდან გარიცხვიდან დაახლოებით 12 წლის შემდეგ, ჰარვარდის უნივერსიტეტის საპატიო ხარისხი მიიღო. ცუკერბერგი 25 მაისს თავის უნივერსიტეტში მივიდა დიპლომის ასაღებად. ცუკერბერგი იმ ოთახსაც ეწვია, სადაც 13 წლის წინ, Facebook-ის შექმნაზე მუშაობდა. ცუკერბერგმა H33- ოთახიდან საკუთარ ოფიციალურ გვერდზე Live-იც ჩართო.
ცუკერბერგის დაფუძნებული სოციალური ქსელი 2004 წელს გაეშვა და დღეს ის მსოფლიოს უდიდესი ონლაინ პლატფორმას ითვლება, რომელსაც ყოველთვიურად 1.9 მილიარდი მომხმარებელი ჰყავს.
Microsoft-ის დამფუძნებელი ბილ გეითსიც 2007 წელს ჰარვარდს ესტუმრა და მშობლებს შემდეგი სიტყვებით მიმართა:
"მამა, როგორც გეუბნებოდი, დიპლომის მისაღებად დავბრუნდი და დღეიდან ჩემს რეზიუმეში უნივერსიტეტის ხარისხიც იქნება მითითებული".
ცუკერბერგმა გეითს მიბაძა და ანალოგიური სიტყვა წარმოთქვა გამოსვლის დროს: ’’დედა, როგორც გეუბნებოდი, დავბრუნდი დიპლომის მისაღებად".