"ყველაფერი რაც დაკავშირებულია ბიზნესთან დაკავშირებულია ტექნოლოგიებთან. არაფერია დღეს სამყაროში ტექნოლოგიების გარეშე, საზოგადოებას რობოტები ანაცვლებენ, რომლებიც 50%-ით სწრაფად აკეთებენ საქმეს“, - ამბობს MDI & Associates -ის დამფუძნებელი მარკ ივანოვსკი, ვენჩურ-ინვესტორი სილიკონის ველიდან.
ინვესტორი საქართველოს სტარტაპების განვითარებაში კონსულტაციების გაწევას პირდება. პირველი შეხვედერა ივანოვსკიმ სტარტაპ ბიზნესების წარმომადგენლებს პირველი საჯარო ლექცია უკვე წაუკითხა.
რამდენად სწორია მთავრობის ხედვა დამწყები ბიზნესის განვითარებისთვის და რა საკითხებზე უნდა გაკეთდეს აქცენტი GBC მარკ ივანოვსკის ესაუბრა.
თქვენი დახმარება საქართველოსთვის რა ტიპის იქნება?
-მე ინვესტორი ვარ. ჩემი გამოცდილებაა, უნარების განვითარების მოტანა, რათა შეიქმნას კომპანია და დავეხმაროთ სტარტაპებს იმის გაგებაში, თუ როგორ ვფიქრობთ და ვაზროვნებთ ჩვენ - ინვესტორები. ამასთანავე მე ინჟინერი ვარ, მე იმედი მაქვს, რომ საქართველოში საუკეთესო პრაქტიკას შემოვიტანთ. თუ როგორ შევქმნათ კომპანია, როგორ განვსაზღვროთ სამიზნე ჯგუფები, როგორ წარვადგინოთ ის ინვესტორებთან, როგორ გავზარდოთ კაპიტალი, რა გამოწვევები არსებობს, - ყველაფერი იმისთვის, რათა კომპანია გახდეს წარმატებული. ჩვენ ვგეგმავთ ტრენინგების სერიის ჩატარებას, მათ შორის ვირტუალური ტრენინგები იგეგმება.
თუმცა, საქართველო ჯერ კიდევ განვითარებადი ტიპის ქვეყანაა, როგორ ფიქრობთ რა შესაძლებლობები აქვს საქართველოს რომ ტექნოლოგიებში განვითარებულ ქვეყნებს დაეწიოს.
მაგალითად, რომ ავიღოთ ესტონეთი, ისიც პატარა ქვეყანაა, რომელიც ძალიან წარმატებულია ამ კუთხით. შეუძლებელი არაფერია. ამ კუთხით კი საქართველოს მთავრობა ბევრად უფრო მოხერხებულია და სწორ ნაბიჯებს დგამს. თქვენი ქვეყნის პრემიერ მინისტრი ცდილობს ინოვაციების ეკონომიკაში შემოტანას და ამ კუთხით ძალიან მხარდამჭერია. ძალიან მნიშვნელოვანია ასეთი მთავრობის ყოლა, რათა პროცესები უფრო სწრაფად განვითარდეს. სისწრაფე ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხია.
გვაქვს თუ არა ჩვენ საკმარისი სისწრაფე, რომ დავეწიოთ ტექნოლოგიებს?
ვნახოთ, რამდენად ექნება საქართველოს ეს სისწრაფე მომავალში გამოჩნდება. განვითარებას წლები სჭირდება. თუმცა, ვფიქრობ რომ მცირედი წარმატება აქ უკვე არის.
გარდა სისწრაფისა, რაზე უნდა გაკეთდეს ორიენტირი კერძო და საჯარო სექტორის მხრიდან?
მთავრობამ ვფიქრობ საწყის ეტაპზე ტექნოლოგიები უნდა წაახალისოს, შექმნას საწყისი კაპიტალი, თუმცა თავი უნდა შეიკავოს პროცესების რეგულირებისგან. ასევე, უნდა შემოიტანოს ნოუჰაუ, თუმცა, ამ ყველაფრის შემდეგ მთავრობა გვერდზე უნდა გადგეს. ამერიკაშიც კი, მთავრობა ჩართულია საინვესტიციო გადაწყვეტილებებში, რაც ძალიან ცუდია. მთავრობა სტარტაპებს უნდა დაეხმაროს საწყის ეტაპზე, დააფინანსოს, თუმცა შემდგომ მათ გზა დაუთმოს. შემდგომ ბიზნესი თავად წარმართავს სიტუაციას. უნივერსიტეტები ამ კუთხით ძალიან მნიშვნელოვანი ნაწილია.
როგორ ფიქრობთ, ამ კუთხით საქართველოს მთავრობა სწორ გზაზე დგას?
თითქოს სწორ გზაზე უნდა იდგნენ, თუმცა ჯერ კიდევ ადრეა ამის თქმა. მთავრობა ამ ეტაპზე ჯანსაღად ფიქრობს. ღირებულებებს სწორად ანაწილებს და ცდილობს ინოვაციების შემოტანას ეკონომიკაში. არცერთ მთავრობას და კომპანიას ინოვაციების გარეშე წარმატების მიღწევა არ შეუძლია. სხვა შემთხვევაში წარმატებული მოწინავე მოთამაშე ვერ გახდება ქვეყანა.
ჩატარებული ტრენინგის შემდეგ, როგორ ფიქრობთ არის საქართველოში საკმარისი ცოდნა ინოვაციების შესაქმნელად და დასამკვიდრებლად?
კარგი სიახლე ისაა, რომ ონლაინ განათლების შედეგად უნივერსიტეტებს შეუძლიათ ცოდნის დონე აამაღლონ. უკვე არ გჭირდება სრული სასწავლო გეგმა, სტუდენტებს ინტერნეტშიც უამრავი რამის სწავლა შეუძლიათ. ეს კი ყველაფერს ცვლის.
აღსანიშნავია, რომ მარკ ივანოვსკი არის გლობალური მაღალტექნოლოგიური ინდუსტრიის ევანგელისტი, როგორც კომერციულ, ისე სამთავრობო სივრცეში. ივანოვსკი იკავებდა აღმასრულებელი მენეჯერის პოზიციებს დაახლოებით 500 წამყვან კომპანიაში, მათ შორის: Oracle, Honeywell, Raytheon და SAIC.
მარკ ივანოვსკი პარტნიორი პოლონეთში "ზრდის ფონდის’’ Growth Fund III. მანამდე იყო მსოფლიოს უმსხვილესი საწარმოს Global IT for Oracle Corporation - ის ვიცე პრეზიდენტი. ის სათავეში ედგა Oracle’s- ის IT სისტემების მართვას 150-ზე მეტ ქვეყანაში.
GBC.GE
GBC.GE