Home
Category
TV Live Menu

"მარკეტინგულ ღონისძიებებზე დახარჯული ნებისმიერი თანხა ძალიან ეფექტურად უნდა იყოს გამოყენებული"

57fcb5cf5692a
BM.GE
11.10.16 13:46
973
განვლილ ტურისტულ სეზონსა და ზამთრის სეზონის მოსამზადებელ სამუშაოებზე ’’საქმიან დილასთან“ ტურიზმის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი გიორგი ჩოგოვაძე საუბრობს.

- ბატონო გიორგი, ზაფხულის ტურისტულ სეზონს როგორ შეაფასებდით?

- უპირველესად იმას აღვნიშნავ, რომ დღეს ალბათ ტურიზმი ისეთი პრიორიტეტულია, როგორც არასდროს და შეიძლება ითქვას, რომ ეს ძალიან ბევრი რაღაცით მტკიცდება. ტურიზმისთვის ეს ძალიან დიდი გამოწვევა და პასუხისმგებლობაა და მე დარწმუნებული ვარ, რომ ამ პასუხისმგებლობას და ნდობას ტურიზმის სფერო ციფრებით ამართლებს. ტურისტების ძირითადი ნაკადი, მეზობელი ქვეყნებიდან არის და ეს მსოფლიოსთვის უცხო არ არის. იმ ადამიანებს რომლებსაც შეუძლიათ ავტომობილი დაქოქონ, ან მიკროავტობუსით საზღვარზე გადმოვიდენ, რა თქმა უნდა, მათ ნაკლები ბარიერი აქვთ. ჩვენთან შემოსვლების ტოპში ახალი ბაზრებიც მოხვდა. ეს ის ბაზრებია, რომლებზეც ჩვენ ვიმუშავეთ, რათა აღმოგვეჩინა და გაგვევითარებინა - მაგალითად ინდოეთი, არაბთა გაერთიანებული საემიროები და ირანს რაც შეეხება, აქ ძალიან მნიშვნელოვანი იყო სახელმწიფოს გადაწყვეტილება, რომ მათთვის უვიზოდ მიმოსვლის საშუალება მიგვეცა, ეს დაგვებრუნებინა.

- რა სტრატეგია გაგაჩნიათ დასავლეთის ქვეყნებთან მიმართებაში?

- ევროპასთან ძალიან მნიშვნელოვანია პირდაპირი ავია მიმოსვლის ნაწილი, ამიტომ ჩვენ ძალიან მოხარული ვიყავით, როდესაც WizzAir-მა კიდევ ახალი ავიარეისები დააანონსა. 7 ახალი პირდაპირი რეისი ჩვენთვის მნიშვნელოვანი სტიმული იქნება, რომ ეს ბაზრები ავითვისოთ. იგივე არის აშშ-ის მიმართულებითაც, თუმცა ამერიკასთან მიმართებაში შემიძლია გითხრათ, რომ ჩვენ ამერიკის ტურისტული სააგენტოების საზოგადოებაში გავწევრიანდით.

- ზამრის სეზონისთვის რა სტრატეგიაა არჩეული და ამ სტრატეგიის მონაპოვარი რა უნდა იყოს წელს?

- მიუხედავად იმისა, რომ მარკეტინგის ბიუჯეტი სულ იზრდება, მსოფლიოს მასშტაბით მასიური კამპანიების წარმოების საშუალება არ გვაქვს. ჩვენი სტრატეგიაა რომ ნებისმიერი თანხა, რომელიც სხვადასხვა მარკეტინგულ არხებზე დაიხარჯება ძალიან ეფექტურად იყოს გამოყენებული.

მარკეტინგში ჩვენ მხოლოდ პირდაპირ მარკეტინგულ დანახარჯებს არ ვგულისხმობთ. ჩვენ 11 ქვეყანაში ზამთრის ინტერნეტ-მარკეტინგ კამპანიებს გავაკეთებთ, 4 ქვეყანაში ზამთრის ვიდეო რგოლის ტრანსლირებაც მოხდება. ერთ-ერთი კომპონენტი, რომელზეც საკმაოდ დიდი აქცენტები გავაკეთეთ და იმუშავა, ეს არის სხვადასხვა ქვეყნებიდან ჟურნალისტების მოწვევა საქართველოში. მაგალითად, 2015 წელს ეს იყო 400 ადამიანი და წელს უკვე 7 თვის მონაცემებით ეს რიცხვი 438-ია.

ჩვენი ქვეყნის შესახებ ცნობადობა ჯერ კიდევ ბევრ ქვეყანაში სამწუხაროდ საკმაოდ დაბალია, ამიტომ გამოვიყენეთ სხვადასხვა ტელევიზიის გადაცემის იგივე წამყვანის იმიჯი და მათი რეიტინგი იმისათვის, რომ მათ ეს ყველაფერი თავისივე მომხმარებლისათვის მოეყოლათ.

ჩვენ მოხარული ვართ, რომ მთის კურორტებზე უკვე სასტუმროების დეფიციტია. ასე ხდება არა მარტო ზამთრის, არამედ ზაფხულის კურორტებზეც. სვანეთში გვაქვს ძალიან კარგი მაგალითი, როდესაც მთლიანად რეგიონი გადაეწყო იმისათვის, რომ ტურიზმის სფეროს კარგად მოემსახუროს. იქ თითქმის ყველა სახლი საჯახო სასტუმროდ გადაკეთდა.

- ერთ-ერთი პრობლემა, რასაც ტურისტები ასახელებენ არის ის, რომ განსაკუთრებით ზამთრის კურორტებზე საღამოს გასართობი, საკვები ობიექტების, ან სარეკრეაციო აქტივობების სრული დეფიციტია...

- ამ ნაწილში ახლა კერძო სექტორთან ერთად ძალიან აქტიურად ვმუშაობთ, რადგან ადამიანები სრიალის შემდეგ მზად არიან რომ გაერთონ. ნებისმიერი ზამთრის კურორტი, რომელიც ასეთი ენერგიული, დინამიური ახალგაზრდებით არის სავსე მსგავსს ითხოვს. ამნიტომაც კერძო სექტორთან კომუნიკაცია გვაქვს. ზაფხულში გამოკვეთილი პრობლემების შემთხვევაში კარგი ის იყო, რომ ადაპტირება მალე მოახდინეს და სეზონი იმის მერე ქვემოთ აღარ ჩამოსულა. სექტემბრის ბოლომდე ბათუმში ძალიან კარგი სეზონი იყო.

- ზაფხულში გვქონდა მასშტაბური პროექტი Check in Georgia და რამე მგსავსი ტიპის ღონისძიება ხომ არ იგეგმება ზამთარში?

- იანვრის დასაწყისიდან ამ კუთხით სხვადასხვა ღონისძიება იგეგმება, თუმცა პიკური ნაწილი, რა თქმა უნდა, მაინც ზაფხულის თვეებზე იქნება, მაგრამ დავაკონკრეტებ, რომ ზაფხულის არა ყველაზე ცხელ სეზონზე, არამედ იმ ნაწილში, რომ გავახანგრძლივოთ ზაფხულის სეზონი დასაწყისში და ბოლოს. ამიტომ ჩვენი ამოცანა და მიზანია, რომ ამ დიდმა კონცერტებმა ისეთ დროს არ მოუწიოს, როდესაც კურორტი ისედაც სავსეა. ზამთარში ასეთი ხმაურიანი სიახელები არ იქნება, მაგრამ Check in Georgia 2017 წელსაც გაგრძელდება. ეს არის პროექტი, რომელსაც ჩვენ არა მხოლოდ ტურისტების მოსაზიდად ვიყენებთ, არამედ საიმიჯო მნიშვნელობაც აქვს ქვეყნისათვის. იმიტომ, რომ გზავნილები კეთდება, რომ ეს უსაფრთხო ქვეყანაა, სადაც ასეთი მაღალი დონის კონცერტები ტარდება.

Subscribe to our news

Get the main news of the day