Home
Category
TV Live Menu

მარკეტინგული და სარეკლამო ღონისძიებებისთვის ტურიზმის ადმინისტრაციას 5 500 000 ლარი გამოეყო

57b6e6cfc8a14
BM.GE
19.08.16 14:55
1094
საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს 6 219 200 ლარი გამოუყო.

კერძოდ, საქართველოს მთავრობის განკარგულებით, „მესტიის მიმართულებით რეგულარული ავიარეისების შესრულების მიზნით განსახორციელებელი ღონისძიებების შესახებ“ დაგეგმილი რეგულარული ავიარეისების საფასურის ნაწილის დასაფინანსებლად, საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან 719 200 ლარი გამოიყო.

ასევე, სსიპ - ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მიერ საქართველოს შემოდგომისა და ზამთრის კომპლექსური მარკეტინგული და სარეკლამო კამპანიების წარმოების მიზნით განსახორციელებელი ღონისძიებების დასაფინანსებლად, მთავრობის სარეზერვო ფონდიდან, 5 500 000 ლარი გამოიყო.

Subscribe to our news

Get the main news of the day