Home
Category
TV Live Menu
Loading data...

მარკეტინგული ხარჯების თანადაფინანსება ღვინის კომპანიებისთვის - რა იცის ბიზნესმა?

BM.GE
07.06.23 16:44
81
ღვინის კომპანიებისთვის მარკეტინგული ხარჯების თანადაფინანსების პროგრამაში განაცხადების მიღება დაიწყო. მთავრობა ღვინის მწარმოებლებს ქართული ღვინის პოპულარიზაციის ხელშეწყობისთვის 600 000 ლარამდე თანადაფინანსებას სთავაზობს. პროგრამა ითვალისწინებს გამოფენებსა და მარკეტინგული კამპანიების დაფინანსებას, ასევე ქსელური ტიპის ობიექტებში მარკეტინგული ღონისძიებებისთვის გაწეული თანხებისა და ღვინის მაღაზიებში თაროების ბრენდირება/ დეგუსტაციის თანადაფინანსებას. განახლებულ პროგრამაში მონაწილეობის მისაღებად, კომპანიებმა პირველ ეტაპზე, განაცხადები 1 აგვისტომდე უნდა წარადგინონ. ღვინის კომპანიებისთვის მარკეტინგული ხარჯების თანადაფინანსების პროგრამა 2021 წლის შემოდგომიდან ამოქმედდა, თუმცა გარკვეული ხარვეზების გამო, პროგრამით ბიზნესმა ხელშესახები სარგებელი ვერ მიიღო - რა იცვლება და როგორი უნდა იყოს ამ ტიპის პროგრამა, რომ ბიზნესმა შეღავათი მიიღოს?

სტუმარი: გიორგი მარგველაშვილი - „თბილღვინოს“ პრეზიდენტი

Subscribe to our news

Get the main news of the day