Marks & Spencer მომდევნო 3 წელში დიდ ბრიტანეთში ტანსაცმლის 60 მაღაზიის დახურვას აპირებს. კომპანია მაღაზიების დახურვას შემოსავლების კლების ფონზე გეგმავს, 2016 წლის პირველი ნახევრის შედეგებით Marks & Spencer ის შემოსავლები 18.6% ით შემცირდა გასულ წელთან შედარებით და 231,3 მილიონი ფუნტ სტერლინგი შეადგინა.
"მომდევნო 5 წლის განმავლობაში ბრიტანეთში ჩვენს უძრავ ქონებაზე განთავსების გადახედვას ვგეგმავთ და დავხურავთ 60 მაღაზიას და სახლის აქსესუარების გაყიდვის ობიექტებს", - ნათქვამია კომპანიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში. Marks&Spencer პარალელურად გეგმავს, რომ გაზარდოს Simply Food-ის ასორტიმენტი. კომპანია დიდ ბრიტანეთში 200 მაღაზიის გახსნას აანონსებს 2019 წლისთვის.