კარლ მარქსის "კაპიტალის“ პირველი გამოცემა ავტორის ავტოგრაფით აუქციონზე გაიყიდება. წიგნის გაყიდვა ლონდონში 15 ივნისს, აუქციონის სახლ Bonhams-ში გაიმართება.
წიგნის სავარაუდო ღირებულება 116-175 ათასი დოლარი იქნება. მარქსის ავტოგრაფი წიგნის გამოცემის მეოთხე დღით, 1867 წლის 18 სექტემბრით არის დათარიღებული. აღნიშნული ტომი მარქსმა გერმანელ შრომის მოძრაობის აქტივისტს უსაჩუქრა.
ბრიტანული აუქციონის სახლი - Bonhams 1793 წლიდან არსებობს, რომლის საქმიანობს ძირითადი მიმართულებებია: ფერწერა, ხელოვნების ნიმუშები, საკოლექციო მასალები და ავტომობილები.