Home
Category
TV Live Menu

მართლმადიდებელ ეკლესიას 740 კვ. მ. ფართობი უსასყიდლოდ გადაეცა

594147d5d0f66
სალომე მეცხვარიშვილი
14.06.17 18:24
716
მართლმადიდებელ ეკლესიას 740 კვ. მ. ფართობი უსასყიდლოდ გადაეცა. შესაბამისი განკარგულება მთავრობამ 25 მაისს მიიღო. საუბარია, ქალაქ ქუთაისში, თბილისის ქ. №1/დავით აღმაშენებლის მოედანი №1-ის მიმდებარედ არსებული 740 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთსა და მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობაზე.

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალ სსიპ - სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოს დაევალა ამ განკარგულების შესრულების მიზნით, უზრუნველყოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ღონისძიებების განხორციელება.

Subscribe to our news

Get the main news of the day