Home
Category
TV Live Menu

მართლმადიდებელ ეკლესიას საგურამოში მდებარე 670 კვ.მ მიწის ნაკვეთი, უსასყიდლოდ გადაეცა

565c08003578d
BM.GE
30.11.15 12:14
1156
ქალაქ მცხეთაში, სოფელ საგურამოში მდებარე 670 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალურ მართლმადიდებელ ეკლესიას უსასყიდლოდ გადაეცა.

მთავრობის 27 ნოემბრის განკარგულების მიხედვით, მისი შესრულების მიზნით, კანონმდებლობით გათვალისწინებული ღონისძიებების განხორციელება საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალ, სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოს დაევალა.

Subscribe to our news

Get the main news of the day