ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის ცნობით, 2017 წლის მარტში საქართველოში ბენზინისა და დიზელის საწვავის იმპორტმა შეადგინა 83,6 ათასი ტონა, რაც 11,3 ათასი ტონით ანუ 15,6%-ით აღემატება თებერვლის თვის მაჩვენებელს. მათ შორის, 2017 წლის მარტში ბენზინის საწვავის იმპორტმა შეადგინა 50,9 ათასი ტონა, ხოლო დიზელის საწვავის იმპორტმა - 32,7 ათასი ტონა.
საწვავის კატეგორიების მიხედვით 2017 წლის მარტში საქართველოში ბენზინის საწვავის იმპორტმა შეადგინა: A-91 რეგულარი მარკის ბენზინი - 37,8 ათასი ტონა ანუ 74,3%; A-95 პრემიუმი მარკის ბენზინი - 12,6 ათასი ტონა ანუ 24,8%, A-98 სუპერი მარკის ბენზინი - 0,5 ათასი ტონა ანუ 0,9%. ხოლო დიზელის საწვავის იმპორტმა შეადგინა: 50PPM (ევრო დიზელი) – 31,0 ათასი ტონა ანუ 94,8%, L-62 დიზელის საწვავი - 1,7 ათასი ტონა ანუ 5,2%.
ქვეყნების მიხედვით 2017 წლის მარტში ბენზინისა და დიზელის საწვავის იმპორტის ყველაზე დიდი მოცულობა განხორციელდა რუმინეთიდან - 21,4 ათასი ტონა (მთელი იმპორტის 25,6%), რუსეთიდან - 19,8 ათასი ტონა (23,7%), ბულგარეთიდან - 18,6 ათასი ტონა (22,2%), თურქმენეთიდან - 12,8 ათასი ტონა (15,3%), აზერბაიჯანიდან 4,2 ათასი ტონა (5,0%), საბერძნეთიდან - 3,8 ათასი ტონა (4,5%), კვიპროსიდან - 1,4 ათასი ტონა (1,7%), დიდი ბრიტანეთიდან - 1,0 ათასი ტონა (1,2%), შვეიცარიიდან - 0,5 ათასი ტონა (0,6%), უკრაინიდან - 0,1 ათასი ტონა (0,1%).