Home
Category
TV Live Menu

მარტვილის მუნიციპალიტეტში იუსტიციის სახლი აშენდება

595ce3581c814
BM.GE
05.07.17 17:01
1085
სახელმწიფო უწყებებისა და კერძო სექტორის 400-ზე მეტი სერვისის ერთ სივრცეში მიღებას ახლა უკვე მარტვილის მოსახლეობაც შეძლებს.

მარტვილის იუსტიციის სახლი 700 კვ. მეტრი იქნება და ის 6616 კვ. მეტრის მიწის ნაკვეთზე აშენდება. მისი პროექტი არქიტექტორ მიხეილ გიორგობიანს ეკუთვნის. იუსტიციის სახლში 8 პირი დასაქმდება.

მარტვილის იუსტიციის სახლი მე-20 იუსტიციის სახლი იქნება, რომელიც მომხმარებელს მაღალი ხარისხის, სწრაფ და კომფორტულ მომსახურებას შესთავაზებს. სერვისების მიღება აქაც მინიმალურ დროსა და კომფორტულ გარემოში იქნება შესაძლებელი. იუსტიციის სახლის მშენებლობა ახლო მომავალში დაიწყება.

Subscribe to our news

Get the main news of the day