Home
Category
TV Live Menu

მარტვილში ჩაის გადამამუშავებელი საწარმო აშენდება

58bd04fc89a69
BM.GE
06.03.17 10:21
1400
მარტვილში ჩაის გადამამუშავებელი საწარმო აშენდება. სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ შპს „მეგრულ ჩაის“ ჩაის გადამამუშავებელი საწარმოს მშენობლობის მიზნით მარტვილის მუნიციპალიტეტში, სოფელ ტალერში მდებარე 165 465 კვ.მ და ამავე მუნიციპალიტეტში, სოფელ კურზუში მდებარე 182 790 კვ.მ. მიწის ნაკვეთები 25 წლიანი იჯარით გადასცა.

კომპანიას აღნიშნული მიწის ნაკვეთები ჩაის პლანტაციების რეაბილიტაციის სახელმწიფო პროგრამის „ქართული ჩაის“ ფარგლებში გადაეცა. სასოფლო–სამეურნეო მიწის ნაკვეთის წლიური საიჯარო ქირა 1 742 ლარს შეადგენს.

ჩაის პლანტაციების რეაბილიტაციის სახელმწიფო პროგრამა მიზნად ისახავს როგორც კერძო, ასევე სახელმწიფო საკუთრებაში არსებული გაველურებული ჩაის პლანტაციების რეაბილიტაციას, საქართველოში არსებული ჩაის პლანტაციების პოტენციალის ეფექტურად გამოყენებას, ქარული ჩაის საექსპორტო პოტენციალის გაზრდას და რეგიონში მოსახლეობის დასაქმებას.

Subscribe to our news

Get the main news of the day