Home
Category
TV Live Menu

მართვის სისტემის 100-ქულიანი სისტემის ამოქმედება, სავარაუდოდ, წელსვე მოხდება

58aaddc4ecca3
BM.GE
20.02.17 15:54
1020
პარლამენტის "იურიდიულ საკითხთა კომიტეტი" საგზაო მოძრაობის შესახებ კანონში და ადმინისტრაციულ სამართლადღვევათა კოდექსში ცვლილებებს განიხილავს, რომელიც მძღოლების 100-ქულიან სისტემაზე გადაყვანას ითვალისწინებს.

მძღოლებისთვის ქულების დაკლება მოხდება წინასწარ განსაზღვერული ადმინისტრაციული დარღვევების მიხედვით, რომელიც ყველა დარღევაზე ინდივიდუალური იქნება. ხოლო მძღოლი, რომელიც დაკარგავს მართვის მოწმობას, გამოცდაზე ახლიდან გასვლა მოუწევს. წინასწარ არ არის ცნობილი, რა დარღვევაზე რა ოდენობის ქულები დააკლდებათ მოქალაქეებს.

"ეს არის ძალიან მნიშვნელვანი ცვლილებები, რომლის მიზანია, შეამციროს ავტოავარიების გახშირებული შემთხვევები, საჭიროა საკანონმდებლო პრევენციული ღონისძიებები. ამიტომ შემოდის ახალი სისტემა, რომელიც ქულების სისტემაზე გადასვლას და უკონტაქტო პატრულის შემოტანას გულისხმობს. ვიცით, რომ წლის განმავლობაში ძალიან ბევრი ადამიანი იღუპება ავტოავარიის შედეგად, ამიტომ საჭიროა, საკანონმდებლო პრევენცული ღონისძიებები",- აცხადებს უმრავლესობის წევრი ეკა ბესელია.

არასამთავრობო ორგანიზაციების ნაწილი მიიჩნევს, რომ განსაკუთრებით უნდა გამკაცრდეს კანონი იმ ადამიანების მიმართ, რომლებიც მართავენ ავტომობილს ნასვამ მდგომარეობაში, ნაწილი მიჩნევს, რომ ახალბედა მძღოლებისთვის კანონი უფრო მკაცრი უნდა იყოს და 100 ქულის ნაცვლად, მათ 50 უნდა მიენიჭოთ.
მართვის სისტემის 100-ქულიანი სისტემის ამოქმედება, სავარაუდოდ, წელსვე მოხდება.

Subscribe to our news

Get the main news of the day