სახელმწიფო პროგრამა „აწარმოე საქართველოში“ ფარგლებში გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ მარტყოფში მესაქონლეობის ფერმა მოეწყობა, რისთვისაც 160 000 ლარის ინვესტიცია განხორციელდება და დამატებითი სამუშაო ადგილები შეიქმნება. პროექტის მხარდასაჭერად შპს „ანგუს ჯგუფს“ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოსგან 10 000 კვ.მ. მიწის ნაკვეთი გადაეცა. მესაქონლეობის ფერმა წლის განმავლობაში 30 000 ლიტრი რძისა და 70 000 კილოგრამი საქონლის ხორცის წარმოებას და ადგილობრივი ბაზრისთვის მიწოდებას შეძლებს.
დღეის მდგომარეობით „აწარმოე საქართველოში“ პროექტის ფარგლებში სულ მხარდაჭერილია 329 პროექტი, რომელთა ჯამური ინვესტიციის მოცულობა 800 მლნ ლარზე მეტს შეადგენს, ხოლო პროექტების შედეგად ქვეყანაში 13 200-ზე მეტი ახალი სამუშაო ადგილი შეიქმნება.