Tesla-მ წლის მესამე კვარტალი რეკორდული ზარალით დაასრულა, რის შემდეგაც ილონ მასკის ქონება ერთ დღეში $800 მილიონით შემცირდა. ამგვარად, მისი ქონება $19.1 მილიარდამდე მცირდება და Forbes-ის მილიარდერთა რეიტინგში 23-ე პოზიციაზე ინაცვლებს.
Forbes-ის ინფორმაციით, Tesla-მ III კვარტლის ანგარიში გამოაქვეყნა, სადაც აღნიშნული იყო, რომ კომპანიამ $671 მილიონით იზარალა, რის შემდეგაც მასკის კომპანიის აქციების ფასი 7%-ზე მეტად დაეცა და მისი ღირებულება მაისიდან პირველად გახდა $300-ზე ნაკლები. აღსანიშნავია, რომ კომპანიის ზარალმა მიმდინარე წლის II კვარტალში $336,4 მილიონი შეადგინა.