Home
Category
TV Live Menu
Loading data...

მასშტაბური ხანძარი ბათუმში - მუშაობს თუ არა უსაფრთხოების შესახებ რეგულაციები?

BM.GE
19.12.22 17:06
185
ბათუმში, კობალაძის ქუჩაზე ე.წ. "ვოქსის" კორპუსში ხანძარი გუშინ გვიან ჭამით გაჩნდა.ცეცხლი შენობის ბოლო სართულზე მდებარე რესტორანში გაჩნდა და მოგვიანებით გავრცელდა, თუმცა რესტორანში სარემონტო სამუშაოები მიმდინარეობდა და არ ფუნქციონირებდა. სამაშველო სამსახურებმა მოსახლეობის ევაკუაციაც მოახდინეს. საბედნიეროდ ამ შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა, ხანძრის ლოკალიზება კი რამდენიმე საათში მოხერხდა. ხანძრის გამომწვევი მიზეზი ამ დრომდე უცნობია, თუმცა არის მეორე მხარე, შესაბამისი უსაფრთხოების სისტემები, რომელიც მსგავს საჯარო ობიექტებს უნდა ჰქონდეს, რეგულაციები, რომელიც ბიზნესს სახანძრო და საევაკუაციო სტანდარტებს და მოთხოვნებს უწესებს. რა ხარვეზები ჩანს კანონის აღსრულებაში, რა ჩანს რატომ ვერ მუშაობს უსაფრთხოებასთან დაკავშირებული რეგულაციები?

სტუმარი: კობა ყალიჩავა - თსუ-ის იურიდიული ფაკულტეტის პროფესორი;