Home
Category
TV Live Menu

Mastercard და PayPal თანამშრომლობას გეგმავენ

579f0c5f722fb
BM.GE
01.08.16 12:36
1224
Mastercard და PayPal შესაძლო თანამშრომლობის შესახებ “კონსტრუქციულ მოლაპარაკებებს“ აწარმოებენ,- წერს Financial Times.

მიმდინარე წლის მეორე კვარტლის შედეგების წარდგენის შემდეგ, Mastercard-ის აღმასრულებელმა დირექტორმა Wall Street-ის ანალიტიკოსებს განუცხადა, რომ ონლაინ და პირდაპირ გადახდების ბაზრის ორი გიგანტი კომპანია ერთმანეთში დაძაბული კონკურენტული ბრძოლის მეტწილად შესამცირებლად თანამშრომლობის შესაძლებლობას განიხილავს, იმის პარალელურად, რაც PayPal ბაზარზე მის წილს ყოველდღიურად ზრდის.

“ეს შესანიშნავი სიახლეა, როგორც PayPal-თვის, ისე მთლიანად ინდუსტრიისთვის, რადგან მომხმარებელს საშუალება მიეცემა ხარისხიანი, მარტივი და სრულყოფილი გადახდის გზა მიიღოს, რისთვისაც ყველა ჩვენგანი ვიღვწით“-აღნიშნა Mastercard-ის ხელმძღვანელმა.

შესაძლო თანამშრომლობის შესახებ ინფორმაცია მას შემდეგ გავრცელდა, რაც PayPal-მა მსოფლიოში უდიდესი გადახდის სისტემის კომპანია Visa-თან თანამშრომლობის შეთანხმებას მოაწერა ხელი.

Subscribe to our news

Get the main news of the day