Home
Category
TV Live Menu
Loading data...

Mastercard-მა, USAID-მა და “ფინტექ ასოციაციამ” მცირე და საშუალო ბიზნესებისთვის Tap on Phone პროექტი წარადგინეს

BM.GE
01.02.23 10:28
120
Mastercard-მა USAID-მა და საქართველოს ფინტექ ასოციაციამ მცირე და საშუალო ბიზნესებისთვის Tap on Phone პროექტი წარადგინეს. ჯერ კიდევ გასული წლის ზაფხულში, Mastercard-სა და USAID-ის ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამას შორის, თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა, რომელიც ქვეყნის ციფრულ ტრანსფორმაციას ისახავს მიზნად. Tap on phone-ის მცირე და საშუალო ბიზნესებისთვის შეთავაზება სწორედ ამ თანამშრომლობის შედეგია. Tap on phone უკონტაქტო ციფრული გადახდის სწრაფი, სანდო და ნაკლებად ხარჯიანი ალტერნატივაა, მისი საშუალებით ბიზნესები მხოლოდ ნაღდ ანგარიშსწორებაზე არ იქნებიან დამოკიდებულნი და მომხმარებელს არ დაკარგავენ.

Subscribe to our news

Get the main news of the day