Home
Category
TV Live Menu

"მასწავლებელი რომელიც ჭკვიანურად მოახერხებს, თამაშების და ტექნოლოგიების საგაკვეთილო პროცესში ჩართვას, უნდა ჯილდოვდებოდეს"

579c7747cb179
BM.GE
30.07.16 13:43
1243
"მასწავლებლებს უნდა შევუქმნათ შესაძლებლობა, უნარები იმ ფორმით გამოავლინოს, რომელიც მისთვის მისაღებია“, - ამის შესახებ განათლების მინისტრმა ალექსანდრე ჯეჯელავამ „საქმიან დილასთან“ ინტერვიუში განაცხადა. მინისტრის თქმით, მასწავლებლების პროფესიული განვითარების სქემაში ბევრი რამ შესაცვლელია.

მინისტრის განცხადებით, ვიდეო გაკვეთილებს ალტერნატივა უნდა გაუჩნდეს. მისივე თქმით სქემის არასავალდებულო ნაწილში 6 კომპონენტია, რაც უნდა გაიზარდოს.

"ჩემი დანიშვნის პირველივე დღიდან მეკითხებიან თუ გავაუქმებ მასწავლებელთა სქემას. ვეუბნები, რომ არ გავაუქმებ. შემდეგ მეკითხებიან, ესე იგი, მოგწონსო ვეუბნები, რომ არ მომწონს. განვითარება სჭირდება ყველაფერს. ცხოვრება ვითარდება, განათლების სისტემაც და სქემაც. ჩვენ უნდა შევუქმნათ მასწავლებლებს შესაძლებლობა, ისევე როგორც ნებისმიერ თანამშრომელს, რომ თავისი უნარები იმ ფორმით და იმ სახით გამოავლინოს, რომელიც მისთვის მისაღებია. კარგად ვიცით, რომ გამოცდაზე ვიღაც უფრო ყოჩაღად არის და უფრო კარგად ავლენს თავს, ვიღაც გასაუბრებაზე ახერხებს თავის წარმოჩენას და ა.შ. ჩვენ ალტერნატივები უნდა გავზარდოთ, როგორც ვიდეო გაკვეთილს უნდა გავუჩინოთ გარე დაკვირვების ალტერნატივა და ამას აუცილებლად გავაკეთებთ. ასევე სხვა კომპონენტებს, რომლებიც სქემაშია. ალტერნატივების სიმრავლე გვჭირდება. ახლა მაგალითად, სქემის არასავალდებულო ნაწილში 6 კომპონენტია, მე მინდა, რომ 26 იყოს“, - განაცხადა მინისტრმა.

მინისტრის განცხადებით, წახალისების ერთ-ერთი მოდელი მოსწავლის სოციალურ აქტივობებში ჩართვა უნდა იყოს.

"ძალიან ბევრ ქვეყანაში გარემოსთან და ბუნებასთან დაკავშირებული აქტივობების წახალისება ხდება, ანუ მასწავლებელი გაკვეთილების მერე თუ მობილიზებას გაუკეთებს მოსწავლეებს სკოლის ეზოს, ქალაქის ან სოფლის ცენტრს მიხედონ, ეს უნდა ჯილდოვდებოდეს.

მასწავლებელი რომელიც ჭკვიანურად მოახერხებს, რომ თამაშები და ტექნოლოგიები საგაკვეთილო პროცესში ჩართოს, ესეც უნდა ჯილდოვდებოდეს. საერთოდ რასაც ვნახავთ საუკეთესო პრაქტიკას სხვადასხვა სკოლაში, უნდა შევეცადოთ, რომ სქემაში შემოვიტანოთ და ყველა მასწავლებლისთვის სამოდელო, სამაგალითო გავხადოთ", - განაცხადა ალექსანდრე ჯეჯელავამ.

Subscribe to our news

Get the main news of the day