Home
Category
TV Live Menu

"მასწავლებლების განვითარების სქემა, არის ძალიან პროგრესული, დასავლურ სტანდარტებზე ორიენტირებული"

5785ea7163fe5
BM.GE
13.07.16 11:14
1203
განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა ალექსანდრე ჯეჯელავამ მთავრობის დღევანდელ სხდომაზე პრემიერ-მინისტრსა და მინისტრთა კაბინეტის წევრებს მასწავლებელთა პროფესიული განვითარების სქემის შესახებ ინფორმაცია წარუდგინა. როგორც მინისტრმა განაცხადა, მასწავლებელთა განვითარების სქემაში ცვლილებებია, - კერძოდ, ვიდეოგაკვეთილები სავალდებულო აღარ იქნება და მას ნებაყოფლობითი ხასიათი ექნება.

“მასწავლებლების განვითარების სქემა, რომელიც ბოლო პერიოდში ინერგება, არის ძალიან პროგრესული, დასავლურ სტანდარტებზე ორიენტირებული, კრედიტებზე აგებული სქემა. პირველი ეტაპი, საპილოტო მოსინჯვა ამ სქემისა, დასრულდა. კვლევამ გამოავლინა, რომ მასწავლებლები ძირითადად მხარს უჭერენ. პირველად არის ჩვენს ისტორიაში, რომ ისეთი სქემა შევქმენით, რომელსაც ძირითადად მხარს უჭერენ. მეორე მხრივ, გამოვლინდა ხარვეზები და ერთ-ერთი მთავარი უკმაყოფილების წყარო იყო ვიდეოგაკვეთილი. ეს იყო ერთ-ერთი კომპონენტი, რომელიც რთულად და არაშესაფარისად ჩათვალეს მასწავლებლებმა. მინდა ვთქვა, რომ სხვა ცვლილებებთან ერთად, სქემას ვავითარებთ და ეს ვიდეოგაკვეთილები სავალდებულო აღარ იქნება. ამაზე ჩვენ გვქონდა კონსულტაცია მასწავლებლის პროფესიულ კავშირთან, ჩვენს სამსახურებთან. გავაჩენთ ალტერნატივას, ანუ არ ვაუქმებთ, თუმცა ეს იქნება ნებაყოფლობითი. ამის შედეგად ჩვენ მოველით, რომ გაცილებით მეტი მასწავლებელი იქნება მოტივირებული, რომ შემდეგ საფეხურებზე გადავიდეს პროფესიული მომზადების და გაცილებით უფრო ხარისხიანი გაკვეთილები ჩაატაროს და განათლება მისცეს ჩვენს მოსაწავლეებს“, - განაცხადა ალექსანდრე ჯეჯელავამ.

Subscribe to our news

Get the main news of the day