Home
Category
TV Live Menu

მათემატიკის საერთაშორისო ოლიმპიადაზე საქართველომ 6 მედალი მიიღო

5973a4b847679
BM.GE
23.07.17 11:00
822
მათემატიკის საერთაშორისო ოლიმპიადაზე, ქართველმა სკოლის მოსწავლემ ალექსანდრე საათაშვილმა ოქროს მედალი მოიპოვა და ყველა მონაწილეს შორის მეხუთე ადგილი დაიკავა. მან ოლიმპიადაზე 31 ქულა მიიღო. ყველაზე მაღალი 35 ქულა კი ირანელ, იაპონელ და ვიეტნამელ მონაწილეებს ერგოთ, რომლებიც პირველ სამეულს ინაწილებენ.
გამარჯვებულებს შორის მოხვდა საბა ლეფსვერიძეც, რომელსაც ვერცხლი მედალი ერგო, ამასთან, ვერცხლის მედალის მფლობელი გახდა ნიკოლოზ ბირკაძეც.

ბრინჯაოს მედალოსანი გახდნენ ირაკლი შალიბაშვილი, დავით ხვედელიძე და დავთ ტატოშვილი. 

ჯამში ოლიმპიადაზე მონაწილეობას მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან 600-ზე მეტი მოსწავლე იღებდა.

Subscribe to our news

Get the main news of the day