Home
Category
TV Live Menu

მახარე მერებაშვილმა იუსტიციის სამინისტროს 3 წლიანი დავა მოუგო

5a704b8fa5029
BM.GE
30.01.18 14:38
812
მოქალაქე მახარე მერებაშვილმა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ დანაშაულის პრევენციის ცენტრს 3 წლიანი დავა მოუგო. მერებაშვილის ინტერესებს სასამართლოში საერთაშორისო განჭვირვალობა - საქართველოს იურისტი მაგდა ჯიმშელეიშვილი იცავდა. თბილისის საქალაქო სასამართლომ მახარე მერებაშვილის სამსახურიდან გათავისუფლება ცალსახად უკანონოდ მიიჩნია, შესაბამისად მოპასუხე მხარეს კომპენსაციის სახით მოსარჩელისთვის 28 000 ლარის გადახდა დაევალა.

მერებაშვილი დანაშაულის პრევენციის ცენტრში 2012 წელს კონკურსის წესით დასაქმდა 2014 წელს იგი ასევე კონკურსის წესით დაინიშნდა ერთერთი სამმართველოს უფროსის პოზიციაზე თუმცა 2015 წლის თებერვალში გაათავისუფლეს დაკავებული თანამდებობიდან.

შეგახსენებთ რომ მხოლოდ გასულ წელს გამჭვირვალობა საქართველოს სტატისტიკური მონაცემების მიხედვით, უკანონოდ გათავისუფლებული მოხელეებისათბის ბიუჯეტიდან გადასახდელმა თანხამ 568 650 ლარი შეადგინა.

Subscribe to our news

Get the main news of the day