Home
Category
TV Live Menu

McDonalds ფლორენციის ხელისუფლებისგან 20 მილიონ დოლარს ითხოვს

5822e16457ab2
BM.GE
09.11.16 12:40
1146
McDonalds ფლორენციისგან 20 მილიონ დოლარს ითხოვს. სწრაფი კვების რესტორნების საერთაშორისო ქსელმა ფლორენციის ხელსუფლების წინააღმდეგ სარჩელი შეიტანა. მიზეზი კი ისაა, რომ ადგილობრივმა მთავრობამ კომპანიას ისტორიულ უბანში რესტორნის გახსნის უფლება არ მისცა. მაკდონალდსი მიიჩნევს, რომ დისკრიმინაციის მსხვერპლია და ამის გამო 20 მილიონამდე დოლარის კომპენსაციას ითხოვს. სწრაფი კვების რესტორნების ქსელი მიიჩნევს, რომ ფლორენციის მმართველების გადაწყვეტილების გამო სწორედ ამდენს დაკარგავს კომპანია მომდევნო 18 წლის განმავლობაში.

Subscribe to our news

Get the main news of the day