Home
Category
TV Live Menu
Loading data...

მცირე და საშუალო ბიზნესის მხარდაჭერის პროგრამები - აუდიტის შეფასება

BM.GE
05.07.22 10:00
207
აუდიტის სამსახურის აუდიტის შედეგებით, მცირე და საშუალო ბიზნესის მხარდაჭერის პროგრამები არ იყო მისადაგებული იმ მცირე და საშუალო საწარმოებზე, რომლებსაც ფინანსებზე ხელმისაწვდომობა ყველაზე მეტად ჰქონდათ შეზღუდული. აუდიტი აღნშნავს, რომ პროგრამა „აწარმოე საქართველოში“ ითვალისწინებდა ახალი საწარმოების დაფინანსებას, თუმცა აუდიტის ფარგლებში ჩატარებულმა კვლევამ აჩვენა, რომ სტარტაპი არ დაფინანსებულა. ბანკები სესხებს გასცემდნენ ისეთი ახალი საწარმოების დასაფინანსებლად, რომელთა დამფუძნებლები პარალელურად ფლობდნენ შემოსავლის მაგენერირებელ სხვა კომპანიებს, ანუ სტარტაპებზე სესხები გაიცემოდა მხოლოდ სხვა ბიზნესის უზრუნველყოფით. 

რაც შეეხება საპროცენტო განაკვეთს, ევროპის საინვესტიციო ბანკის (EIB, 2019) კვლევამ დაადასტურა, რომ გამოკითხული კომპანიების 31% კრედიტზე შეზღუდული წვდომის მქონეა. მათგან 30%-ს საბანკო დაწესებულებებმა უთხრეს უარი კრედიტის გაცემაზე, ხოლო 70%-დან უმეტესობას საკრედიტო განაცხადის გაკეთება არ უცდია, მაღალი საპროცენტო განაკვეთის მოლოდინის გამო.

მაღალი საპროცენტო განაკვეთები SME-სთვის გამოწვევაა საქართველოშიც, თუმცა აღნიშნული თანაბრად არ ეხება SME-ის ყველა კატეგორიას. როგორც აუდიტორები განმარტავენ, მნიშვნელოვანია პროგრამას დახმარება გაეწია იმ მეწარმეებისთვის, რომლებსაც შედარებით მეტად აწუხებდათ საბანკო კრედიტებზე არსებული მაღალი საპროცენტო განაკვეთები. 

აუდიტორთა შეფასებით, „აწარმოე საქართველოში“ არ იყო მისადაგებული მცირე და საშუალო საწარმოებზე, რასაც ადასტურებს ის გარემოება, რომ 2020 წლამდე პროგრამაში ჩართვა შესაძლებელი იყო, მინიმუმ, 150,000 ლარის სესხის მქონე ბენეფიციარებისათვის. ამასთანავე, 2020 წლიდან, პანდემიასთან დაკავშირებული ნეგატიური მოვლენების საპასუხოდ განხორციელებული ცვლილებების შედეგად, სესხის ქვედა ზღვარმა დაიწია 50 ათას ლარამდე, რის შედეგადაც 2020-2021 წლებში მკვეთრად გაიზარდა პროგრამაში მონაწილე ბენეფიციართა რაოდენობა და დაფინანსებული სესხების მოცულობა. მაგალითად, 2019 წელს 55 ბენეფიციარზე გაიცა 102,8 მლნ ლარის სესხი, ხოლო 2021 წელს − 251 ბენეფიციარზე, 506,9 მლნ ლარის სესხი.

სტუმარი: გიორგი კაპანაძე - "სახელმწიფო აუდიტის სამსახურის" ეფექტიანობის აუდიტის დეპარტამენტის უფროსი;


Subscribe to our news

Get the main news of the day