Home
Category
TV Live Menu

მცირემიწიან ფერმერთა საგაზაფხულო სამუშაოების ხელშეწყობის პროგრამა მომავალ წელსაც გაგრძელდება

56580bbfd8158
BM.GE
27.11.15 11:50
1258
მცირემიწიან ფერმერთა საგაზაფხულო სამუშაოების ხელშეწყობის 3 წლიანი პროგრამა მომავალ წელსაც გაგრძელდება. როგორც დღეს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა, მთავრობის სხდომაზე განაცხადა, 2016 წელს გაგრძელდება აგროდაზღვევის პროგრამა და პროგრამა "დანერგე მომავალი".

პრემიერის განმარტებით, მომავალ წელს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს დაფინანსებისთვის დაახლოებით მილიარდი ლარია გათვალისწინებული.

"აქედან დაახლოებით ნახევარი მილიარდი ლარი მოხმარდება საგზაო ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებას. 280 მილიონი ლარია გათვალისწინებული რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდისთვის.

გაგრძელდება "აწარმოე საქართველოში" პროგრამის მხარდაჭერა. დღეის მდგომარეობით, აგროკრედიტის პროგრამის ფარგლებში 139 ახალი საწარმო და 600 მეტი საწარმოა დაფინანსებული გადაირაღების კუთხით. ინდუსტრიული მიმართულებით, 123 ახალი ქარხანა დავაფინანსეთ, რაც ჯამში 350 მილიონი ლარის ინვესტიციაა. გვქონდა 3 წლიანი პროგრამა საგაზაფხულო სამუშაოების ხელშეწყობის და გადავწყვიტეთ, რომ გაისადაც გავაგრძელოთ ეს პროგრამა. ასევე გაგრძელდება აგროდაზღვევის პროგრამა და პროგრამა "დანერგე მომავალი". კიდევ ერთი ინფორმაცია: ჩვენ 8000 ფერმერს ჩამოვაწერეთ 26 მილიონი ლარის ოდენობის იჯარის დავალიანება," - აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.

Subscribe to our news

Get the main news of the day