Home
Category
TV Live Menu
Loading data...

მცხეთა ისევ გენგეგმის გარეშეა - რატომ ჭიანურდება გენგეგმების დამტკიცება?

BM.GE
06.03.23 23:26
79
მცხეთის მიწათსარგებლობის გენერალურ გეგმაზე მუშაობა 2020 წელს უნდა დასრულებულიყო, თუმცა მუნიციპალიტეტს ეს დოკუმენტი ჯერ კიდევ არ დაუმტკიცებია. BM.GE კითხვით, რატომ გაჭიანურდა მცხეთის გენგეგმის დამტკიცების პროცესი ეკონომიკის სამინისტროს დაუკავშირდა. სამინისტროში პროცესების გაჭიანურებას პანდემიით ხსნიან. მათი ინფორმაციით, დაწესებული შეზღუდვების გამო მცხეთის გენგეგმის პროექტზე მუშაობის ვადები გახანგრძლივდა. სამინისტროს მხრიდან გამოგზავნილ წერილობით პასუხში წერია, რომ ამ ეტაპზე გენგეგმის კონცეფციაზე მუშაობა დასრულებულია და დარჩენილია მხოლოდ მცხეთის საკრებულოს მხრიდან დოკუმენტის დამტკიცება. რატომ ჭიანურდება ქვეყანაში გენერალური გეგმების დამტკიცების პროცესი, რა გამოწვევებს აწყდებიან კონტრაქტორი კომპანიები და სად არის გამოსავალი?

Subscribe to our news

Get the main news of the day