მცხეთის მუნიცპალიტეტში, სოფელ აღდგომიანთკარში შპს „GOLDEN GRAINS“ ცხოველების, ფრინველების და თევზების საკვების მწარმოებელ საწარმოს შექმნის.
პროგრამა „აწარმოე საქართველოში“ ფარგლებში „GOLDEN GRAINS-ს მცხეთის მუნიციპალიტეტში, სოფელ აღდგომიანთკარში მდებარე 3877.00 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი და მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობა ქონების მართვის სააგენტომ გადასცა.
კომპანია 174 980 ლარის ინვესტიციას განახორციელებს, რაც, თავის მხრივ, ადგილობრივ ბაზარზე გაზრდის ქართული პროდუქციის წარმოების რაოდენობას და დადებითად აისახება ეკონომიკური პროცესების განვითარებაზე.
კომპანია წლიურად არანაკლებ 5000 ტონა ცხოველების საკვების წარმოებას გეგმავს.