Home
Category
TV Live Menu

"მცხეთის მიწათსარგებლობის გეგმაზე იუნესკოს შენიშვნები წმინდა ტექნიკურ ხასიათს ატარებს"

589aafb584ac4
დავით ჯალაღონია
08.02.17 10:30
1026
კულტურის მინისტრი მიხეილ გიორგაძე იმედოვნებს, რომ მცხეთას მიწათსარგებლობის ახალი გენერალური გეგმა წლის ბოლომდე ექნება. როგორც გიორგაძემ "ბიზნესკონტრაქტს" განუცხადა, გეგმის ამ ეტაპზე არსებულ პროექტთან დაკავშირებით იუნესკოსთან კონსულტაციები მიმდინარეობს.

"ჩვენ ეს პროექტი მსოფლიო კულტურული მემკვიდრეობის კომიტეტისგან შენიშვნებით დაგიბინდა, რომელზეც მუშაობას ვაგრძლებეთ იმისთვის, რომ მისი დახვეწა მოხდეს. იუნესკოს გარკვეული სახის შენიშვნები წმინდა ტექნიკურ ხასიათს ატარებს, გარკვეული - კვლევის და გეგმის შემუშავების მეთოდოლოგიას და მის დახვეწას ეხება", - განმარტა გიორგაძემ.

კულტურის მინისტრი მიიჩნევს, რომ ქალაქმა უნდა შეინარჩუნოს იერსახე და მსოფლიო კულტურულ მემკვიდრეობას ზიანი არ მიადგეს.

"ყველაფერი ეს უნდა იყოს და იქნება ასახული განაშენიანების გენერალურ გეგმაში, სადაც ყველა ეს საკითხი იქნება დარეგულირებული იმისთვის, რომ არ მოხდეს თვითნებური, ან შეუსაბამო მშენებლობები და მცხეთა ისევ საფრთხის ქვეშ მყოფი ძეგლების სიაში არ შეიყვანონ", - განაცხადა მინისტრმა და დასძინა, რომ გენერალური გეგმის დასრულებამდე ეს მორატორიუმი ძალაში იქნება, რათა რაიმე გაუთვალისწინებელი შედეგი არ დადგეს.

"გენერალური გეგმის მომზადება არის ერთ-ერთი პირობა, რომელიც იუნესკომ ჩვენს ქვეყანას წაუყენა, როდესაც მცხეთა ამოღებულ იქნა საფრთხის ქვეშ მყოფი ძეგლების ნუსხიდან. მე ვფიქრობ, რომ წელს აუცილებლად უნდა დავამთავროთ მუშაობა და გეგმას საბოლოო სახე მივცეთ. ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ წლის ბოლომდე ჩვენ მივიღებთ იუნესკოსგან დადასტურებას იმისთვის, რომ ეს გეგმა ძალაში შევიდეს", - განაცხადა მიხეილ გიორგაძემ.

Subscribe to our news

Get the main news of the day