Home
Category
TV Live Menu

"მდიდრების სასამართლოს ხომ არ ვაკეთებთ, რომ მათი დავები მალე დასრულდეს და დანარჩენების - გვიან?!"

598465d7360c2
თელარა გელანტია
04.08.17 16:15
806
საქართველოს ბიზნესომბუდსმენის აპარატმა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ინიციატივის შესახებ, რომლის თანახმად, 1 აგვისტოდან 500,000 ლარს ზევით დავის საგნის მქონე საინვესტიციო და კომერციულ დავებს ვიწრო სპეციალიზაციის 4 მოსამართლე განიხილავს, მედიიდან შეიტყო.

ამის შესახებ „ანალიტიკას“ ბიზნესოომბუდსმენის მოვალეობის შემსრულებელმა ზურა ძნელაშვილმა განუცხადა.

ის მიესალმება სასამართლო ხელისუფლების მისწრაფებას ხელი შეუწყოს ბიზნესის განვითარებას საქართველოში, მაგრამ ფიქრობს, რომ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ გადადგმული ნაბიჯი ვერ იქნება ეფექტიანი, თუ დავების განხილვა ისევ დროში გაიწელა.

"ანალიტიკას" კითხვაზე - იმ ფონზე, როცა იუსტიციის სამინისტრო მუშაობს მასშტაბურ რეფორმაზე, რითი შეიძლება აიხსნას საბჭოს ინიციატივა, ზურა ძნელაშვილის აზრით, რადგან მუდმივი კრიტიკის საგანი სასამართლოა, შესაძლოა, იუსტიციის საბჭომ ჩათვალა, რომ ამით სიტუაციას გაანეიტრალებდა, მაგრამ ბიზნესომბუდსმენის აპარატში ამ სიახლის ეფექტიანობას სკეპტიკურად უყურებენ. უფრო მეტიც აქვთ კონკრეტული შენიშვნებიც:

"დავის საგნის ღირებულების მიხედვით ცალე სპეციალიზაციის გამოყოფა არაა კარგი გადაწყვეტილება. ამას სჯობდა, სამოქალაქო კოლეგიაში კიდევ უფრო მეტი სპეციალიზაცია დაემატებინათ, ვიდრე დავის საგნის ღირებულების მიხედვით ცალკე სპეციალიზაცია გამოეყოთ. თქვენ წარმოიდგინეთ, მაგალითად, სასესხო ხელშეკრულებიდან გამომდინარე 1-მილიონიანი დავა რომ იყოს, ეს უნდა განიხილოს სპეციალიზებულმა მოსამართლემ კანონით დადგენილ ვადებში და ამ დროს მსგავსი დავა არანაირ სირთულეს არ წარმოადგენს. პარალელურად კი, შეიძლება ბიზნესს წლები გაუგრძელდეს ე.წ. გამოსახლებასთან დაკავშირებული დავები, რადგან როგორც ცნობილია, „საპოლიციო გამოსახლების წესი“ აიკრძალა. ამიტომ ვამბობ, რომ დავის საგნის ღირებულების მიხედვით დავების კატეგორიზაცია არაა მიზანშეწონილი. ჩვენ ხომ მდიდრების სასამართლოს არ ვაკეთებთ, რომ მდიდრების დავები მალე დასრულდეს და დანარჩენების - გვიან?!“, - აცხადებს ზურა ძნელაშვილი.

Subscribe to our news

Get the main news of the day