მძღოლების ის ნაწილი, რომელთა მიმართებაშიც ცხელი დღეების განმავლობაში არ დაფიქსირდება პრეტენზია მონიტორინგის სამსახურში, კომპანია ,,თბილისის მიკროავტობუსი’’ წაახალისებს და ისინი იმ დღის გეგმიური გადასახადს აღარ გადაიხდიან.
კომპანია „თბილისის მიკროავტობუსი’’ განმარტავს, რომ ჰაერის ტემპერატურის მატებასთან დაკავშირებით კომპანიის მიერ ყველა მძღოლის მიეცა კეტეგორიული მითითება ავტოსატრანსპორტო საშუალებაში ჩართოს კონდენცირების სისტემა, წინააღმდეგ შემთხვევაში სატრანსპორტო კომპანია იძულებული იქნება გამოიყენოს მკაცრი სანქციები ურჩი მძღოლების მიმართ. კომპანია თხოვს მომხარებლებს ყველა ასეთი შემთხვევის შესახებ დატოვოს შეტყობინება ცხელი ხაზის ნომერზე 2 200 340. კომპანიის განცხადებით, ავტოპარკის თითქმის მთლიან შემადგენლობაში კონდენცირების სისტემა მოწესრიგებულია და ასევე მძღოლები სარგებლობენ საზაფხულო საშეღავათო სისტემით, რაც გაგრილების საშუალების ჩართვის შედეგად საწვავის მატების ხარჯს მთლიანად ფარავს.