Home
Category
TV Live Menu

"მეც მაქვს ეჭვი, რომ "იანდექს ტაქსის" საქართველოში ოპერირებით კანონი ირღვევა"

57c59161a0515
BM.GE
30.08.16 17:55
1166
„არც მე და არც ჩემს გუნდს არანაირი შეხება კომპანია „იანდექს ტაქსთან“ არ გვაქვს“, - ამის შესახებ პირველმა ვიცე პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა რუსული კომპანია „იანდექს ტაქსის“ ქართულ ბაზარზე შემოსვლისა და მის მიერ „ოკუპირებული ტერიტორების შესახებ კანონის“ დარღვევის საკითხზე კომენტირებისას განაცხადა. მისი თქმით, აღნიშნული საკიტხის შესწავლა უკვე მიმდინარეობს.

„მე მქონდა საუბარი ჩემ გუნდთან, ისინი სწავლობენ ამ მიმართულებებს. ჩვენ ჩამოვყალიბდებით და თუ ეს კანონდარღვევა არსებობს, გადაწყდება თუ ვინ უნდა მოახდინოს რეაგირება. კანონი ქვეყანაში უნდა იყოს დაცული, ჩვენი ტერიტორია და სუვერენიტეტი უნდა იყოს დაცული. ყველა ვისაც უნდა საქართველოში საქმიანობა სურს უნდა სცეს პატივი ჩვენს კანონმდებლობას და ტერიტორიულ მთლიანობას“, - განაცხადა მინისტრმა.

ქუმსიშვილმა ასევე ეჭვი გამოთქვა, რომ რუსული კომპანიის საქართველოში ოპერირებით, შესაძლოა კანონი ირღვეოდეს.

Subscribe to our news

Get the main news of the day