Home
Category
TV Live Menu

"მედიკამენტები ლარის გაუფასურების პროპორციულად გაძვირდა"

5a75ee553c392
ელენე გოგბერაშვილი
04.02.18 12:00
906
ფარმაცევტული კომპანიების ასოციაცია ადასტურებს, რომ მედიკამენტები ლარის გაუფასურების პროპორციულად გაძვირდა. მომხმარებლებისთვის მედიკამენტებზე ფასების მატება ყველაზე საგრძნობი გასული წლის ბოლოდან გახდა. როგორც ისინი BM.GE-სთან აღნიშნავდნენ, ზოგიერთ მედიკამენტზე ფასი 2-დან 7 ლარამდე სხვაობით გაიზარდა.

ფარმაცევტული კომპანიების ასოციაციის ხელმძღვანელი, მედიკამენტებზე ფასების ზრდას ლარის გაუფასურებას უკავშირებს. როგორც ირინა ჭელიძე ამბობს, საქართველოში მედიკამენტების 90% იმპორტირებულია, შესაბამისად ლარის, როგორც დოლართან, ისე ევროსთან მიმართებაში, გაუფასურება პირდაპირ აისახა წამლის ფასზე.

,,როცა შარშან ვყიდულობდით ერთ ევროდ მედიკამენტს, რომელიც თუ ლარზე ვიანგარიშებთ იყო 2,20, დღეს უკვე ეს გახდა 3 ლარზე მეტი. ვის აქვს შესაძლებლობა, რომ ეს სხვაობა დაფაროს? 20-25%-ით მოხდა მინიმალურად ლარის კურსის ცვლილება, ასე იქნება ეს ასახული მედიკამენტებზეც’’-განუცხადა BM.GE-ს ფარმაცევტული კომპანიების ასოციაციის ხელმძღვანელმა, ირინა ჭელიძემ.

Subscribe to our news

Get the main news of the day