მედიკამენტები თურქეთიდან შესაძლოა დაბალ ფასად შემოვიდეს
BM.GE
24.09.21 23:37
• 414
თურქეთმა საქართველოს, სახელმწიფო შესყიდვების ფარგლებში, შესაძლოა, ფარმაცევტული პროდუქცია დაბალ ფასში მიაწოდოს. ამის შესახებ ინფორმაცია ჯანდაცვის სამინისტრომ გაავრცელა. როგორც უწყების მიერ მოწოდებულ ინფორმაციაშია ნათქვამი აღნიშნულ საკითხზე თურქეთის რესპუბლიკის ჯანმრთელობის დაცვის მინისტრის მოადგილესთან იმსჯელეს. სავარაუდოდ, ასე გრძელდება ჯერ კიდევ 2020 წლის დეკემბერში საქართველოსა და თურქეთს შორის დადებული მემორანდუმი. მაშინ ჯანდაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე აცხადებდა, რომ საქართველოსა და თურქეთს შორის დაიდო მემორანდუმი, რომლის ერთ-ერთი კომპონენტის მიხედვით, სახელმწიფოს ეცოდინება, თუ რა არის წამლის ღირებულება საწყის ეტაპზე და ამით „დააზღვევს წამლებზე 300%-იანი და 400%-იანი მოგების განცდას“. რა შეიძლება მოჰყვეს ასეთ დაზღვევას, როცა მინისტრის მაშინდელი განცხადებების მიხედვით, მემორანდუმი არ გულისხმობს, რომ თურქეთში რეგისტრირებულ წამლებს საქართველო აღიარებს, არამედ სამინისტრო თავად შეიმუშავებს ხარისხიანი პრეპარატების ჩამონათვალს, სადაც მინისტრის თქმით, მოხვდება ყველა ხარისხიანი პრეპარატი, რომელიც საჭიროა საქართველოში შემოსატანად.