Home
Category
TV Live Menu

მედიკამენტების სიმბოლურ ფასად შეძენა სოციალურად დაუცველებს მხოლოდ PSP-ს აფთიაქებში შეუძლიათ - მინისტრის განმარტება

5957d2ca2dc36
BM.GE
01.07.17 21:00
1423
მედიკამენტების სიმბოლურ ფასად შეძენა სოციალურად დაუცველებს მხოლოდ PSP-ს აფთიაქებში შეუძლიათ. ახალი სახელმწიფო პროგრამით სარგებლობა, რომელიც დღეს ამოქმედდა, შეუძლიათ ქრონიკული დაავადების მქონე მოქალაქეებს, რომელთა ოჯახის სარეიტინგო ქულა განსაზღვრულია 0-დან 100 000 - ის ჩათვლით. მათ შეუძლიათ მედიკამენტები მაქსიმუმ 1 ლარად შეიძინონ.

ჯანდაცვის მინისტრი განმარტავს იმ მიზეზებს, რის გამოც სახელმწიფომ მედიკამენტების განაწილებისთვის კომპანია PSP შეარჩია. სერგეენკო აცხადებს, რომ პროგრამაში ჩასართავად გამოცხადებული იყო კონკურსი და ყველაზე კარგი პირობები სახელმწიფომ სწორედ პე-ეს-პეს ქსელისგან მიიღო.

მისი თქმით, სააფთიაქო ქსელმა კონკურსში მონაწილეობისას სახელმწიფოს იმაზე 10-ჯერ ნაკლები თანხა შესთავაზა, ვიდრე კონკურსის პირობებში იყო მითითებული.

სერგეენკო ამბობს, რომ ეს ალბათ კომპანიის მხრიდან კორპორაციული პასუხისმგებლობის მიმართულებით გადადგმული ნაბიჯია, რადგანაც ისინიც სიმბოლურ ფასად შეასრულებენ ამ სამუშაოს, რის ხარჯზეც სახელმწიფო ფულს დაზოგავს. მინისტრის თქმით, ეს თანხა ისევ მედიკამენტებში მიემართება.

„კონკურსში გაიმარჯვა პე-ეს-პემ და სავსებით ღირსეულად“,- აღნიშნა სერგეენკომ.

Subscribe to our news

Get the main news of the day