Home
Category
TV Live Menu

მედიკამენტების ყველაზე მსხვილი იმპორტიორი და ექსპორტიორი კომპანია საქართველოში

58496eb90c835
BM.GE
08.12.16 18:30
1324
2015 წლის მონაცემების მიხედვით, მედიკამენტების პირველი ხუთი ყველაზე მსხვილი იმპორტიორი კომპანიებია:

პსპ ფარმა - 22,32%
ეი-ბი-სი ფარმაცია - 14,91%
ავერსი ფარმა - 14,54%
GPC – 10,20%
შპს გლობალფარმი - 7,02%.

საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს ცნობით, სხვა კომპანიების წილი ცალ-ცალკე 3%-ს არ აღემატება.

2012-2015 წლებში იმპორტირებული მედიკამენტების პირველ ადგილზეა გერმანია, მას მოსდევს საფრანგეთი, იტალია, რუსეთი, თურქეთი.

რაც შეეხება მედიკამენტების ექსპორტს, რომელიც იმპორტზე 5-ჯერ ნაკლებია, ყველაზე დიდი რაოდენობით ექსპორტს საქართველოდან 2012-2015 წლებში შპს „ჯი-ემ-პი“, შპს Pharm Impex და შპს „ფარმა ლოჯისტიკი“ ახორციელებდა, უკანასკნელი ორი კომპანია რეექსპორტით არის დაკავებული.

Subscribe to our news

Get the main news of the day