Home
Category
TV Live Menu

"მეგაპლასტი" საკვები პროდუქტების შესაფუთი პლასტმასის კონტეინერების წარმოებას იწყებს

57b2f75800c2f
BM.GE
16.08.16 15:16
1340
ქართულ კომპანიებს მიეცემათ შესაძლებლობა გამოიყენონ საკვები პროდუქტების შესაფუთი პლასტმასის კონტეინერები, რომლებსაც შპს. „მეგაპლასტი 2014“ საქართველოში დაამზადებს.

 პროგარმის „აწარმოე საქართველოში“ დახმარებით კომპანია მომხმარებელს არა მხოლოდ მაღალი ხარისხს პროდუქციას, არამედ კონკურენტ კომპანიებთან შედარებით 15-20 %-ით შეღავათიან ფასებსაც შესთავაზებს.

შპს „მეგაპლასტი 2014“ კომპანიის მიზანია საქართველოში წარმოებული შესაფუთი მასალების ინდუსტრიის განვითარება და სოფლის მეურნეობის პირველადი პროდუქციის მწარმოებლებისთვის ხარისხიანი შესაფუთი მასალების შეთავაზება. წარმოება, რომელშიც საწყის ეტაპზე 6 ადამიანი დასაქმდება, დაიწყება 2016 წლის სექტემბერში.

შპს „მეგაპლასტი 2014“, პროგრამის „აწარმოე საქართველოში“ ფარგლებში ფინანსური მხარდაჭერით სარგებლობს, რაც იმას ნიშნავს, რომ პირველი 2 წლის განმავლობაში პროცენტის თანადაფინანსებას მეწარმეობის განვითარების სააგენტო განახორციელებს, ხოლო სააგენტოს დახმარებით განხორციელებული პროექტის ინვეტიციის ჯამური მოცულობა 75 000 აშშ დოლარს შეადგენს.

Subscribe to our news

Get the main news of the day