Home
Category
TV Live Menu

"მეგრული ჩაი" ჩაის გადამამუშავებელ საწარმოს 2 წელში აამოქმედებს

593575f5af7f8
სალომე მეცხვარიშვილი
06.06.17 11:00
843
კომპანია "მეგრული ჩაი" ჩაის გადამამუშავებელ საწარმოს 2 წელში აამოქმედებს. როგორც "საქმის კურსს" კომპანიის ხელმძღვანელმა ნანა ბიგვავამ განუცხადა, ამ ეტაპზე სოფელ ტალერსა და კურზუში მდებარე ჩაის პლანტაციების რეაბილიტაცია - გასხვლა და გაწმენდა - მიმდინარეობს.

ნანა ბიგვავას განცხადებით, ჩაის გადამამუშავებელი საწარმოს სავარაუდო ღირებულება 100 ათასი დოლარი იქნება. როგორც კომპანიაში აცხადებენ, საწარმოს პროექტი უკვე არსებობს, თუმცა, მშენებლობის დაწყებამდე კომპანიამ მიწა უნდა შეიძინოს, რის შემდეგაც სახელმწიფოს მხრიდან დაფინანსებას მიიღებს.

მთლიანობაში კომპანიის საკუთრებაში 40- ჰა-მდე ფართობი შედის. ჩაის მოსავლის აღების შემდეგ კომპანია პროდუქციის ადგილობრივ ბაზარზე დატოვებას აპირებს, სამომავლოდ კი ექსპორტზე გატანაც იგეგმება.

კომპანიას მიწის ნაკვეთები ჩაის პლანტაციების რეაბილიტაციის სახელმწიფო პროგრამის "ქართული ჩაის" ფარგლებში მარტში გადაეცა.

Subscribe to our news

Get the main news of the day