Home
Category
TV Live Menu

მეღვინეებს მუხის კასრების გამოყენების სპეციფიკას შეასწავლიან

5a7feda6e9924
მაია ბიწაძე
11.02.18 15:00
841
თბილისში ახალი ღვინის ლაბორატორია შეიქმნება, რომელიც მრავალპროფილური იქნება, - ამის შესახებ Bm.ge-ს სს,,პროფესიონალური მეღვინეობის პროდუქტები“ -ის დირექტორმა ვასიკო კალანდაძემ განუცხადა, რომელიც განმარტავს რომ ღვინის ახალი ლაბორატორია მათი კომპანიის ახალი მიმართულება იქნება, სადაც ღვინის ხარისხის განსაზღვრასთან ერთად კომპანიებს სხვა სერვისებსაც შესთავაზებენ.

,,ჩვენთან ხშირად მოდიან მეღვინეები, რომლებიც ყიდულობენ კასრებს და გვეკითხებიან, თუ როგორი კასრი უნდა იყიდონ, როგორი მუხის მასალისგან დამზადებული, ამერიკული ჯიშის, თუ ევროპული, რადაგან ეს მოქმედებს ღვინის გემოვნურ თვისებებზე.

ყველა ღვინოს შესაბამისი კასრი სჭირდება, ასევე გვეკითხებიან, როდის უნდა ჩაასხან ღვინო დასავარგებლად კასრში, რამდენ ხანს დააყოვნონ და სხვა. აქედან გამომდინარე, გადავწყვიტეთ თბილისში შევქმნათ ლაბორატორია, სადაც ღვინის ხარისხისა და ორგანოლეპტიკური თვისებების განსაზღვრასთან ერთად, მეღვინეებს სასწავლო სემინარებს შვთავაზებთ, სადაც ისინი მუხის კასრების გამოყენების სპეციფიკას და მასში ღვინის დავარგების ტექნოლოგიებს გაეცნობიან.. „ - განაცხადა ვასიკო კალანდაძემ.

მისივე განმარტებით, კომპანიამ ამ მიზნით მთელი რიგი კვლევები ჩაატარა, დაწერილია პროექტი, რომელსაც ისინი ეკონომიკის სამინისტროში, კერძოდ პროგარამაში ,,აწარმოე საქართველოში“ წარადგენენ. პროექტის ღირებულება 200 ათასი ლარია.

Subscribe to our news

Get the main news of the day