Home
Category
TV Live Menu

მელბურნი საცხოვრებლად ყველაზე კარგ ქალაქად დასახელდა

57c3e4833e9d6
BM.GE
29.08.16 11:28
1325
მელბურნი საცხოვრებლად ყველაზე კარგ ქალაქად დასახელდა. Economist Intelligence Unit-ის აგვისტოს რეიტინგის მიხედვით, მეორე ადგილი დაიკავა ვენამ, სამეულში მოხვდა ვანკუვერი. რეიტინგის შედგენისას მსოფლიოს სხვადასხვა ქალაქები 100 ქულიანი სისტემით შეფასდა. კრიტერიუმებად გამოყენებული იყო ჯანდაცვა, გარემოს დაცვა, განათლების სისტემა, ინფრასტრუქტურა და კულტურული ღონისძიებები. წლევანდელ რეიტინგში პირველი სამეული გასულ წელთან შედარებით არ შეცვლილა, თუმცა CNN წერს, რომ მთლიან რეიტინგზე გავლენა მსოფლიოში ტერორიზმის საფრთხის გაზრდამ იქონია. მაგალითად საფრანგეთის საერთო ქულა 3,7%-ით შემცირდა. ხუთეულში მოხვდნენ ტორონტო და კანადის კიდევ ერთი ქალაქი კალაგრი.

ათეულის ბოლო ორი ადგილი დაიკავეს ჰამბურგმა და ჰელსინკმა. წლევანდელ რეიტინგში პოზიცია გაიუმჯობესა ირანის დედაქალაქმა. თეირანის საერთო ქულა სანქციების მოხსნის შემდეგ 5%-ით გაიზარდა.

Subscribe to our news

Get the main news of the day